საქართველოს პარლამენტის წევრმა სუმბატ კიურეღიანმა, ნინოწმინდის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაან აროიანმა, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ვარდანიანმა, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ვოსკან ელოიანმა, საკრებულოს ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ზმოიანმა, გორელოვკის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლებში – გორელოვკა, ეფრემოვკა, ორლოვკა, ჟდანოვი, სამება, სპასოვკა, რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის განვითარების პროგრამით დაფინანსებული მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.






