„კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის“ (REC Caucasus), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტის – „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სასოფლო დასახლებებში“ – ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი.
შეხვედრაზე განხილული იყო ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო სექტორში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე პროცესები, ასევე საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების საკითხები.
პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ბიომრავალფეროვნების დაცვა, სოფლის მეურნეობის სექტორში აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ხელშეწყობა, სახელმწიფო პოლიტიკისა და არსებული სამართლებრივი ბაზის სრულყოფა.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივ დონეზე შემოსავლების ზრდის ხელშეწყობას, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივი მარცვლეული კულტურებისა და ხორბლის ჯიშების აგროწარმოებაში დანერგვის ხელშეწყობას.







