საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებს ეწვია და მიმდინარე სარემონტო სამუშოებს გაეცნო, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს.
ქალაქ ბორჯომის N3 საჯარო სკოლაში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლაში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისის და სოფელ ფოკის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად განახლდება სასწავლო სივრცეები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგანმანათლებლო გარემოს.
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სკოლების მშენებლობის, სრული რეაბილიტაციისა და მცირე სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights