დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერიის ადგილობრივი გადასახადების და მოსაკრებლების განყოფილების უფროსი ჰოვსეფ ნორსოიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განსახილველი იყო ერთი საკითხი:
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ამბულატორიები) სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
დღის წესრიგის საკითხი ერთხმად დამტკიცდა.






