უფასო ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო,
კურსები მოიცავს 4 მიმართულებას:
პერსონალურ, ციფრულ, ენობრივ და სამეწარმეო უნარების განვითარებას.

სწავლება სრულად დისტანციურია და ფინანსდება სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ.
ონლაინ ფორმატი ქმნის შესაძლებლობას რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის და არა მხოლოდ მათთვის პროფესიული სწავლება გახდეს ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი.

ციფრული კომპეტენცია ( სწავლების ხანგრძლივობა 1 თვე)

კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია Microsoft Office (Word, Excel, PowerPoint) პროგრამების შესწავლა, Google-ის სისტემის ეფექტური გამოყენება, ინფორმაციის მოძიებისა და ციფრული უსაფრთხოების საფუძვლები.

მულტილინგვური კომპეტენცია (ინგლისური ან გერმანული ენა – A1–A2, სწავლის ხანგძლივობა 3 თვე)

კურსი მოიცავს ინგლისური ან გერმანული ენის საუბრის, მოსმენის, კითხვისა და წერის უნარების განვითარებას ყოველდღიური და პროფესიული კომუნიკაციისთვის.

პერსონალური და სოციალური კომპეტენცია (სწავლების ხანგძლივობა 5 დღე )

კურსის ფარგლებში შეისწავლება პრეზენტაციისა და გასაუბრების ტექნიკები, რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის მომზადება, ეფექტური კომუნიკაციის საფუძვლები და გუნდური მუშაობის პრინციპები.

სამეწარმეო კომპეტენცია (სწავლის ხანგძლივობა 1 თვე)

კურსი მოიცავს ბიზნეს იდეის განვითარების, ფინანსური გადაწყვეტილებების, რესურსების მართვის საფუძვლების შესწავლას, მოლაპარაკებისა, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
ვის შეუძლია მონაწილეობა?

საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს.

პროგრამაში ჩასართავად განათლების კონკრეტული საფეხურის ფლობა სავალდებულო არ არის.