დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერისს იურიდიული სამსახურის უფროსი ხორენ ავეტისიანი, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი აღვან ბდოიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განსახილველი იყო თორმეტი საკითხი:
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ (მომხს.: ხ. ავეტისიანი);
2. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს.: ხ. ავეტისიანი);
3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (მომხს.: ხ. ავეტისიანი);
4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (მომხს.: ხ. ავეტისიანი);
5. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (მომხს.: ხ. ავეტისიანი);
6. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (მომხს.: ხ. ავეტისიანი);
7. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (მომხს.: ხ. ავეტისიანი);
8. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (მომხს.: ხ. ავეტისიანი);
9. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (მომხს.: ხ. ავეტისიანი);
10. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (მომხს.: ხ. ავეტისიანი);
11. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 მაისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს.: ა. ჰახვერდიანი);
12. ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს.: ა. ბდოიანი).
დღის წესრიგის საკითხები ერთხმად დამტკიცდა.







