ქალაქ ნინოწმინდაში სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქალაქ ნინოწმინდაში სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქალაქ ნინოწმინდაში სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის, ანივარდ მოსოიანის განცხადებით, პროგრამის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა და მათთვის შესაძლებლობის მიცემა, თავად განსაზღვრონ ადგილობრივი ბიუჯეტის ნაწილის გამოყენების პრიორიტეტები.
პროექტების წარდგენა შეუძლიათ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ან ფაქტობრივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.
შერჩეული პროექტები მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას მოქალაქეები კენჭისყრის გზით მიიღებენ.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights