ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით დაიწყო ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის პროცესი․

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით დაიწყო ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის პროცესი․

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების საამინისტროს, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა (SUDA) და (მხარე ან მუნიციპალიტეტი) მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და თანამშრომლობით, (მხარე, მუნიციპალიტეტი) მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და  სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით დაიწყო ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის პროცესი, რაც ორგანიზაციულ ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს ელექტრონული სისტემების დანერგვას.

აღნიშნულ ინიციატივას საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის N72-ე დადგენილება ,,სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ”, ასევე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 431  და 101მუხლები, რაც შეეხება განაშენიანების დეტალური გეგმების და მშენებლობის ნებართვის/მშენებლობის შეტყობინების პროცესისი დიგიტალიზაციას. აღნიშნული კანონმდებლობა ამოქმედდება 2026 წლის 1 თებერვლიდან.

ელექტრონული სისტემების დანერგვა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში, ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და  სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით არსებული ინფორმაციის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას. ასევე, მოქალაქეებს უქმნის შესაძლებლობას დროის, ფინანსების და ენერგიის დანახარჯის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად განცხადებით მიმართოს მუნიციპალიტეტს.

აღნიშნული მიზნების განხორციელებისთვის გამოყენებულია უკვე არსებული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (MSDA) ელექტრონული განცხადებების პლატფორმა MS.GOV.GE.

MSDA-ს ელექტრონული სისტემა შედგება 3(სამი)  პლატფორმისგან:

მოქლაქეთა ელექტრონული პორტალიდან დარეგისტრირებული განცხადება (I კლასის, სამშენებლო ნებართვები, ქალაქთმშენებლობითი პროექტები, ნაკვეთის გამიჯვნა-გაერთიანება, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა განაცხადები)  ფენის სახით ავტომატურად აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და არის საჯარო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

აღნიშნული სისტემა ასევე მოიცავს:

  • მოქალაქის პირად გვერდს (ფიზიკური, იურიდიული);
  • ელექტრონული განცხადებების კატეგორიებს;
  • წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას;
  • საქმისწარმოების მსვლელობაზე SMS და Email გზავნილებს;
  • მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებებს და შეტყობინებებს.
  • ელექტრონულად გაკეთებული განაცხადის არქივს.

სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი სააგენტოს (SUDA) პროექტის პირველი ეტაპი ითვალსწინებდა მუნიციპალიტეტში, საკრებულოში პროექტთან დაკავშირებით გაცნობით და  საკონსულტაციო შეხვედრებს, არქიტექტურის  და ზედამხედველობის მიმართულების კვლევას, ანალიტიკას, ელექტრონული სისტემების რევიზიას და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, მოქალაქეთა ელექტრონული პორტალის გაცნობას, არქიტექტურისა და მუნიციპალური ინსპექციის მიმართულებით საკონსულტაციო ჯგუფის შექმნისთვის მოსამზადებელი სამუშაოების განხილვას.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები განხორციელდა, როგორც მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან, ასევე მოქალაქეებთან, არქიტექტორებთან და არქიტექტურის დარგის მომიჯნავე დისციპლინების სპეციალიტებთან.

პროექტის განხორცილების პროცესს ხელმძღვანელობდა სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, რეგიონალური პროექტების კოორდინატორი – ნანა ჭრელაშვილი.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights