დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.
განსახილველი იყო ათი საკითხი:
1. საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა და საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოცხადება;
2. დროებითი სამანდატო კომისიის არჩევის შესახებ;
3. ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევის შესახებ;
4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ;
5. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის შესახებ;
6. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევის შესახებ;
7. საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ;
8. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრისა და დამტკიცების შესახებ;
9. საკრებულოს კომისიების შემადგენლობების ცნობად მიღების შესახებ;
10. საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევის შესახებ.






