ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ვარდანიანი და საკრებულოს წევრები 2023 წელს ქალაქ ნინოწმინდასა და სოფლებში განსახორციელებელი სამუშაოების პროექტებს გაეცნენ.
სამუშაო პროექტები წარადგინა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა არმან ჰარუთიუნიანმა.
თითოეული სამუშაო პროექტი დეტალურად იქნა განხილული, რათა თავიდან ავიცილოთ მომავალი სამშენებლო ხარვეზები და მივიღოთ სრულყოფილად შესრულებული სამუშაო.






