ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში ანივარდ მოსოიანის ხელმძღვანელობით სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
მერმა 2024 წლის ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა, ესენია: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პარკებისა და სკვერების მოწყობა, სოციალური პროგრამები, საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა/რეაბილიტაცია და სხვა.
შეხვედრაზე მერს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გაუზიარეს.
საუბარი ასევე შეეხო სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია/მშენებლობის პროექტებს. ყურადღება გამახვილდა ქალაქ ნინოწმინდაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ დაგეგმილ მასშტაბურ პროექტზე.
მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია შენობების ფასადების რეაბილიტაცია, გზების მოასფალტება, გაზონების გამწვანება, მრავალსართულიანი შენობების ტერიტორიების კეთილმოწყობა და სხვა.
როგორც შეხვედრაზე მერმა აღნიშნა, ქალაქის 2 პარკში – ცენტრალურ და ჰაოსისა და ქართლოსის პარკებში დამონტაჟდება კამერები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თითქმის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში 39-ზე მეტი პროექტი განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ წელს დაიწყო გორელოვკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოებიც.
რაც შეეხება, საბავშვო ბაღის მშენებლობის პრიექტს , მიმდინარე წელს სოფელ გორელოვკასა და ეშტიაში განხორციელდება.
Նինոծմինդայի քաղաքապետարանում Անիվարդ Մոսոյանի գլխավորությամբ տեղի է ունեցավ Քաղաքացիական խորհրդատվական խորհրդի հերթական նիստը։
Քաղաքապետը խոսեց 2024 թվականի բյուջեի հիմնական առաջնահերթությունների մասին, ինչպիսիք են՝ ճանապարհային ենթակառուցվածքները, այգիների և հրապարակների կառուցումը սոցիալական ծրագրերը, ուսումնական հաստատությունների կառուցում/վերականգնումը և այլն։
Հանդիպմանը խորհրդի անդամները քաղաքապետի հետ կիսվեցին իրենց կարծիքներով և առաջարկություններով։
Զրույցի ժամանակ անդրադարձան նաև խմելու ջրի համակարգի վերականգնման/կառուցման ծրագրերին։
Ուշադրությունը կենտրոնացած էր Նինոծմինդա քաղաքում Միացյալ ջրամատակարարման ընկերության կողմից նախատեսվող լայնածավալ ծրագրի վրա։
Այս տարի նախատեսվում է նաև վերանորոգել շենքերի ճակատային մասերը, ասֆալտապատել ճանապարհները, կանաչապատել ճանապարհների մոտ գտնվող տարածքները, բարեկարգել բազմահարկ շենքերի տարածքները և այլն։
Ինչպես հանդիպման ժամանակ նշեց քաղաքապետը, քաղաքի 2 պուրակներում՝ Կենտրոնական և Հայոս ու Քարթլոս զբոսայգիներում, կտեղադրվեն տեսախցիկներ։
Գյուղի աջակցության ծրագրի շրջանակներում գրեթե բոլոր վարչական միավորների գյուղերում կիրականացվի ավելի քան 39 ծրագիր։
Նշենք, որ այս տարի կմեկնարկի նաև Գորելովկիի վարչական միավորի գյուղերի գազիֆիկացման նախագծային աշխատանքները։
Ինչ վերաբերում է մանկապարտեզի կառուցման նախագծին, ապա այն կիրականացվի Գորելովկա ու Հեշտիա գյուղ երում ՝ այս տարի։