ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო საერთო კრებები აქტიურად გრძელდება. შეხვედრებზე ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით, სოფლისთვის პრიორიტეტულ პროექტებს ირჩევს.
ამჯერად, გონდრიოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: მამწვარაში, დილითში, დიდ და პატარა გონდრიოსა და ღულალისში მცხოვრებმა მოსახლეობამ პრიორიტეტული პროექტები გამოავლინეს:
– შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა
– სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია
– რეკრეაციული სივრცეების საბავშვო ატრაქციონებით აღჭურვა
– სანიაღვრე არხების გაწმენდა – რეაბილიტაცია – მშენებლობა
– სარწყავი სისტემის მოწყობა
– სპორტული დარბაზის სახურავის შეკეთება
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დეტალურად მოისმინეს მოსახლეობის მიერ წამოჭრილი მნიშვნელოვანი საკითხები და მხარი დაუჭირეს სოფლის პროგრამის ფარგლებში მათ განხორციელებას.