„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 10 თებერვალს, ფოგის ადმინისტრაციულ ერთეულში /სოფლები: რადიონოვკა, ფოგა, ვლადიმიროვკა / საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა.
საკრებულოდან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვაგინაკ არზუმანიანი, საკრებულოს წევრები მანუკ არაკელიანი, ტიგრან მადოიანი, ედიკ ალვანჯიანი, მერიიდან, მერი ანივარდ მოსოიანი, იურიდიული სამსახურის უფროსი ხორენ ავეტისიანი, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი არმენ ბდოიანი, საკრებულოსა და მერიის სხვა თანამშრომლები.
შეხვედრაზე განიხილეს და გადაწყვიტეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში ცხრამეტ თებერვლამდე გაგრძელდება.






