„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 16 თებერვალს, ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულში/სოფლები: ეშტია, თორია, უჩმანა, ყაურმა/ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა.
საკრებულოდან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, თავმჯდომარის მოადგილე ვაგინაკ არზუმანიანი, საკრებულოს წევრი ეგორ ქოთოიანი, მერიიდან, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი არმენ ბდოიანი და სხვა თანამშრომლები.
შეხვედრაზე განიხილეს და გადაწყვიტეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში 19 თებერვლამდე გაგრძელდება.






