სამცხე-ჯავახეთის რეგიონში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, პირველ მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერ ანივარდ მოსოიანთან ერთად, სოფელ განძისა და საღამოს მცხოვრებლებს შეხვდა.
პროგრამის ფარგლებში გამართული საკონსულტაციო შეხვედრების მიზანია, ადგილზე არსებული საჭიროებების გათვალისწინებითა და მოსახლეობის ჩართულობით, პრიორიტეტული საპროექტო წინადადებების შერჩევა.






