დღეს, 16 იანვარს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ვოსკან ელოიანმა კომისიის სხდომა გამართა.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, ამავე კომისიის წევრები და მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი საიათ მკოიანი.
კომისიის სხდომაზე განხილული იქნა ერთი საკითხი:
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2023 -2027 წელს რეგიონალური პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ და განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ.








