დღეს, საკრებულოში კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა. კომისიებმა იმსჯელეს შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტებზე:
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის 3 (სამი) თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩა #21-ში (მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის პირველ სართულზე) მდებარე უძრავი ქონების, დამატებით 27 კვ.მ. ფართის (საკადასტრო კოდი: 65.12.33.129) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, უვადოდ, სარგებლობის უფლებით „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის“-თვის გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით, დროებითი სარგებლობის უფლებით ა(ა)იპ „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კომუნალური, კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურის“– თვის გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.








