საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერისს იურიდიული სამსახურის უფროსი ხორენ ავეტისიანი, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი აღვან ბდოიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განსახილველი იყო სამი საკითხი:
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის 3 (სამი) თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
2. ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ.
დღის წესრიგის პირველი საკითხი დადებითად შეფასდა, დანარჩენი ორი საკითხი კი ერთხმად დამტკიცდა.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights