ნინოწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაპანიანი, საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სედა დარბინიანი, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება დიდი გონდრიოს საჯარო სკოლის ორგანიზებით, განსაკუთრებით ისტორიის მასწავლებელმა ანაჰიტ კაროიანმა მოაწყო. მონაწილეობდნენ სკოლის მეექვსე, მერვე და მეათე კლასის მოსწავლეები.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით აღინიშნა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლიერების სიტყვა წარმოთქვა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობა არის ღირებულება, ცნობიერება, რომელიც უნდა ჰქონდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მისი შენარჩუნება ყველას ეკისრება.





