ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ვაჰან ტერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ვაჰან ტერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძაში ცნობილი სომეხი პოეტის, ლირიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ვაჰან ტერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრი ჟანნა ანდრეასიანი დაესწრნენ, რომლებმაც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.
მინისტრებმა ორ ერს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა.
ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე მაყურებლის წინაშე წარდგნენ როგორც მოწვეული, ასევე ადგილობრივი ცეკვის ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
ვაჰან ტერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი, სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე, ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის დირექტორი სამველ მკოიანი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივილი ხელისუფლების წარმომადგენლები․

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights