დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სამველ არზუმანიანი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ჯემალი ხმალაძე და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განსახილველი იყო ხუთი საკითხი:
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის 3 (სამი) თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
2. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის 2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
3. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ;
5. ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის # გ-123.123241211 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
დღის წესრიგის საკითხები ერთხმად დამტკიცდა.









