დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი საიათ მკოიანი, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სამველ არზუმანიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განსახილველი იყო სამი საკითხი:
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის 3 (სამი) თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩა #21-ში (მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის პირველ სართულზე) მდებარე უძრავი ქონების, დამატებით 27 კვ.მ. ფართის (საკადასტრო კოდი: 65.12.33.129) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, უვადოდ, სარგებლობის უფლებით „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის“-თვის გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, დროებითი სარგებლობის უფლებით ა(ა)იპ „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კომუნალური, კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურის“– თვის გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
დღის წესრიგის საკითხები ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.








