ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის საახალწლო მილოცვა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის საახალწლო მილოცვა

ძვირფასო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებო და მეგობრებო,
სულ რამდენიმე საათში 2022 წელი ისტორიაში თავის გვერდს დახურავს. წელი ზოგადად ხელსაყრელი იყო მუნიციპალიტეტისთვის. ჩვენი საზოგადოების მხრიდან დღითიდღე იგრძნობოდა სოციალურ-ეკონომიკური სიძნელეების გადალახვა ქვეყნის ხელისუფლების წყალობით, რომელიც მტკიცედ და თანმიმდევრულად იცავდა მოქალაქეთა ინტერესებსა და უსაფრთხოებას.
ჩვენ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, ჩვენი ქმედითი და სისტემატური მუშაობის შედეგად, შევძელით პოზიტიური ცვლილებების მოხდენა სხვადასხვა სფეროში: სამშენებლო, კულტურული, ეკონომიკური.
2023 წელს ჩვენ ვიმუშავებთ უფრო დიდი ენთუზიაზმით, რათა შევძლოთ განვახორციელოთ ყველა ის პროგრამა, რაც დავგეგმეთ.
ჩვენი მთავარი მიზანია გავუუმჯობესოთ ადამიანებს ყოფა-ცხოვრების ხარისხი. ვფიქრობ, რომ ამ პრობლემების მოგვარება კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს მუნიციპალიტეტს და ხელს შეუწყობს მის შემდგომ განვითარებასა და კეთილდღეობას.
2023 წელს, ისევე როგორც წინა წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელეებს ხელფასი ათი პროცენტით გაეზრდებათ. გაიზრდება პენსიებიც.
ძვირფასო მეგობრებო,
სულ მალე ყველას სახლში გაისმის გამონათქვამი „გილოცავთ ახალ წელს, ახალ ბედნიერებას“. ჩემი სურვილია, რომ ყველას საახალწლო სურვილები ახდეს. ყველას ოჯახში იყოს ჯანმრთელობა, სიყვარული, ურთიერთგაგება და წარმატებები.
დაე, რაც შეიძლება მეტი ახალი ოჯახი შეიქმნას, ბავშვები დაიბადონ. მიმდინარე წელს ჩვენს მუნიციპალიტეტში 265 ბავშვი დაიბადა, სკოლის პირველ კლასში 320 მოსწავლე მერხს მიუჯდა. მომავალ წელს მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტი ყოფილიყოს. რადგან, ისინი არიან ჩვენი სტაბილური მომავლის მშენებლები.
ძვირფასო მეგობრებო, ყველას გილოცავთ ახალ წელს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.
მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ყველას, ვინც ხვდება ახალ წელს პროფესიული და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ამ დროისთვის 51 ჯარისკაცი გვყავს სამშობლოს სადარაჯოზე, ისინი ჩვენს ზურგში დგომით, ჩვენი მშვიდობიანი დღის უზრუნველმყოფელნი არიან.
მადლობას ვუხდი მათ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი სამსახურისათვის.
გილოცავთ შობა-ახალ წელს!!!

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights