ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა, მერმა ანივარდ მოსოიანმა, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებმა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ სპიტაკის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ოცდათოთხმეტი წლის წინ ამ დღეს სპიტაკის მიწისძვრა მოხდა. 1988 წლის 7 დეკემბერს, 11:41 საათზე სომხეთი შეძრა სპიტაკის დამანგრეველმა მიწისძვრამ. მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა ლენინაკანი (ახლანდელი გიუმრი), სპიტაკი, სტეპანავანი, კიროვაკანი, მთელი რიგი დასახლებები და სოფლები.
მსხვერპლთა რაოდენობამ 25000 მიაღწია, მათ შორის გიუმრი 17000, სპიტაკი 4000, ვანაძორი 1200, ახურიანი 500, სტეპანავანი 125.
ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 45 000 ადამიანი, 12 500 ჰოსპიტალიზირებულ იქნა. სტიქიის ზონიდან 120 000 ადამიანი (ქალები, მოხუცები და ბავშვები) ევაკუირებული იქნა, მათგან 75 000 სომხეთის ფარგლებს გარეთ, სსრკ სანატორიუმებში.
პირდაპირი მატერიალური ზარალის ღირებულება 10 მილიარდი აშშ დოლარი იყო․
საქართველო, განსაკუთრებით ნინოწმინდის რეგიონი, მიწისძვრით დაზარალებული ხალხის გვერდით ბოლომდე იდგა, როგორც მატერიალური, ასევე არამატერიული მხარდაჭერით.








