ვლადიმირ და გაიოს ღარსლიანების სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა

ვლადიმირ და გაიოს ღარსლიანების სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა

ქალაქ ნინოწმინდაში ძმები ვლადიმირ და გაიოს ღარსლიანების სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა.
ტურნირის ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს მუნიციპალიტეტის სამი გუნდი – განძი, ჟდანოვი და ეშტია – შეხვდა.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
🥇 პირველი ადგილი განძის გუნდმა დაიკავა და რეგიონულ და ეროვნულ ჩემპიონატებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
🥈 მეორე ადგილზე ჟდანოვის გუნდი გავიდა.
🥉 მესამე ადგილი ეშტიის გუნდმა დაიკავა.
ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და სპორტული ეკიპირებით დაჯილდოვდნენ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს, ასევე ტურნირის ყველა მონაწილეს და მომავალ სპორტულ ასპარეზობებზე წარმატებებს უსურვებს․

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights