„ვეტერანთა თასის“ მონაწილეთა რეგისტრაცია

„ვეტერანთა თასის“ მონაწილეთა რეგისტრაცია

სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაცია იწყებს რეგიონული საფეხბურთო ტურნირის – „ვეტერანთა თასის“ მონაწილეთა რეგისტრაციას.

⚽ *ტურნირის მიზანია ვეტერან ფეხბურთელებში სპორტის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, ფეხბურთის განვითარების მხარდაჭერა, რეგიონებს შორის მეგობრული და სპორტული ურთიერთობების გაძლიერება.

📋 *ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ გუნდებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
თითოეულ გუნდს შეუძლია განაცხადში შეიყვანოს 37-მდე ფეხბურთელი, საიდანაც მატჩის განაცხადში მოხვდება 18 მოთამაშე (11 ძირითად შემადგენლობაში და 7 სათადარიგო).

📅 რეგისტრაცია მიმდინარეობს 2026 წლის 21 ივლისის ჩათვლით.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გაიმართება წილისყრა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება ტურნირის კალენდარი და შეხვედრების განრიგი.

🏆 გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით:

🥇 I ადგილი – 2000 ლარი
🥈 II ადგილი – 1500 ლარი
🥉 III ადგილი – 1000 ლარი

ℹ️ ტურნირის ჩატარების წესი, მონაწილეობის პირობები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები განსაზღვრულია ოფიციალური რეგლამენტით.

📞 დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა გუნდებმა მიმართონ სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციას.
+995 593 25 12 75
+995 571 87 77 78
+995 591 95 36 57
E-mail: maisuradze-1966@mail.ru

 

 

 

 

 

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights