ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები ცერებრლური დამბლის დიაგნოზის მქონე ბავშვები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად მშობელმა/მეურვემ ან/და კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։
• განცხადება მერის სახელზე
• მშობლის/მეურვის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
• სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, ბავშვის დიაგნოზის (საერთაშორისო კოდის მითითებით)
•საბანკო ანგარიშის ნომერი
