ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ქალაქ ნინოწმინდაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული სკოლა აშენდება.
“სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ვაგრძელებთ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ამჯერად ქალაქ ნინოწმინდაში სრულად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტ სკოლა შენდება. ჩვენი მიზანი, ახალგაზრდების სპორტის სხვადასხვა სახეობებით დაინტერესებაა” – ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა არმენ ბდოიანმა.
პროექტის ღირებულება 858 000 ლარს შეადგენს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს შპს ,,ოვალი’’ ასრულებს.