უამინდობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა გრძელდება, ძლიერი ქარბუქის გამო შეფერხებით მუშაობს სპეცტექნიკა, სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ამ დროის მონაცემებით, თოვლის საფარისგან ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება შიდა და ცენტრალური გზები გონდრიოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში – მამწვარა, დილითი, დიდი და პატარა გონდრიო და ყულალისი.
სპეცტექნიკა ასევე მუშაობს ეშტიისა და ჯიგრაშენის სოფლების მიმართულებით, სადაც გზები თოვლის საფარისგან იწმინდება და იყრება ტეექნიკური მარილი.
სპეციალური ტექნიკით იწმინდება ქალაქ ნინოწმინდის ქუჩებიც.
სამუშაო პროცესს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი უწევს მონიტორინგს.
მისი თქმით, ამ დროისთვის, სოფლებისკენ მიმავალი გზები ეტაპობრივად იწმინდება. მისივე თქმით, კრიტიკულია სოფლების – ტამბოვკასა და ვლადიმეროვკასკენ მიმავალი გზების მდგომარეობა, სადაც ძლიერი ქარბუქის გამო გზები ჩაკეტილია.
ასევე აკრძალულია მოძრაობა ნინოწმინდა-წალკისკენ მიმავალ ცენტრალურ გზა
დაბალი ხილვადობისა და ძლიერი ქარის გამო სამუშაო პროცესი რთულდება. ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელ საავტომობილო გზებზე გადაადგილების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება შეზღუდვებით ხორციელდება.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავეთ გზებზე გადაადგილებისგან, ხოლო იქ, სადაც თავისუფალია მოძრაობა, გთხოვთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილოთ გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
Նինոծմինդայի մունիցիպալիտետում երկրորդ օրն է վատ եղանակը շարունակվում է, ուժգին ձնաբքի պատճառով հատուկ տեխնիկան աշխատում է ընդհատումներով, որոշ գյուղեր էլեկտրական հոսանքից զուրկ են։ Ընթանում են վերականգնողական աշխատանքներ ։
Այս ժամանակի տվյալներով՝ Գոնդրիո վարչական միավորի գյուղերի՝ Մամծվարա, Դիլիթի, Մեծ և Փոքր Գոնդրիո և Ղուլալիս գյուղեր տանող, ինչպես նաև կենտրոնական ճանապարհները ինտենսիվ մաքրվում են ձնածածկույթից։
Հատուկ տեխնիկա է աշխատում նաև Հեշտիայի և Ջիգրաշենի վարչական միավորների գյուղերի ուղղությամբ, որտեղ ճանապարհները մաքրվում են ձնից, այնուհետև լցվում է տեխնիկական աղ։
Հատուկ տեխնիկայով մաքրվում են նաև Նինոծմինդա քաղաքի փողոցները։
Աշխատանքային ընթացքին հետեւում է Նինոծմինդայի մունիցիպալիտետի փոխքաղաքապետ Արմեն Բդոյանը։
Նրա խոսքով՝ այս պահին գյուղեր տանող ճանապարհները քայլ առ քայլ մաքրվում են, իսկ Տամբովկա և Վլադիմիրովկա տանող ճանապարհների վիճակը ծանր է , այստեղ ճանապարհները փակ են ուժեղ ձնաբքի պատճառով։
Երթևեկությունն արգելված է նաև Նինոծմինդա-Ծալկի տանող կենտրոնական ճանապարհին։
Ցածր տեսանելիության և ուժեղ քամու պատճառով աշխատանքային գործընթացը դժվարանում է։ Վարչական միավորներ տանող ճանապարհներին երթևեկության վտանգի աստիճանը բարձր է, ինչի պատճառով բոլոր տեսակի տրանսպորտային միջոցների տեղաշարժն իրականացվում է սահմանափակումներով։
Բնակչությանը հորդորում ենք, փոքր –ինչ զերծ մնալ ճանապարհային երթևեկությունից , իսկ այնտեղ, որտեղ երթևեկությունն ազատ է, երթևեկել ձմեռային շրջանին համապատասխան անվադողերով, պատշաճ վարել և պահպանել ճանապարհային կանոնները։
