ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არმენ ბდოიანმა და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა სოფ.საღამოს, სათხესა და დიდი არაქალის , სოფ. ოროჯალარისა და ჯიგრაშენის წყალსადენი სისტემის მშენებლობის მიმდინარეობას დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა ზემოხსენებულ სოფლების შიდა ქსელის მოწყობის სარეაბლიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მთლიანად შეიცვალა წყალსადენი სისტემის ქსელი, რაც მთლიანობაში 13, 4კმ მილის მოწყობას გულისხმობს.
აღნიშნულ პროექტზე სამუშაოები 2023 წლის ბოლოს დაიწყო და მიმდინარე წლის 20 აგვისტოსთვის დასრულდება.
სამუშაოების საერთო ღირებულება 1 825 091 ლარია.
‘’ პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება ზემოხსენებულ სოფლების წყალმომარაგება და შემცირდება წყლის დანაკარგები’’ – განაცხადა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არმენ ბდოიანმა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

