მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.
დღეს საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ გორელოვკის ადმინისტრაციულ ერთეულში /სოფლები: გორელოვკა, ორლოვკა, ჟდანოვი, სამება, სპასოვკა, ეფრემოვკა/.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გადაწყდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პრიორიტეტების მიხედვით სასმელი წყლის სანიაღვრე არხების და წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია, პირუტყვის სასმელი წყლის აუზის, სტადიონის მშენებლობა განხორციელდება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა, საკრებულოს წევრმა ასქანაზ მარკოსიანმა, მერმა – ანივარდ მოსოიანმა, მერის პირველი მოადგილემ – ალექსანდრე მიქელაძემ, საკრებულოსა და მერიის სხვა თანამშრომლებმა.
პროექტის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში ორ თებერვლამდე გაგრძელდება.








