დღეს, 13 ნოემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს პატარა ხანჩალისა და ყულალისში ახალაშენებული საბავშვო ბაღები საზეიმოდ გაიხსნა.
გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვაღინაკ არზუმანიანი, მერის მოადგილე არმენ ბდოიანი, საკრებულოს წევრები გიორგი ზმოიანი, სერგეი ადუმინი, გრიგორ შამილიანი, ასტღიკ ალვანჯიანი, საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ამალია მღდესიანი, მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები.
საბავშვო ბაღებს აქვთ ყველა პირობა ბავშვების სკოლამდელი აღზრდისთვის. ფართო სათამაშო ოთახები უკვე მზადაა პირველი პატარა სტუმრების მისაღებად.

















