ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ გონდურაში სარწყავი სისტემა ეწყობა.
მიმდინარე სამუშაოები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა და მერის მოადგილემ არმენ ბდოიანმა, სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად დაათვალიერეს.
,,ზაფხულობით სოფლის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა სარწყავი სისტემის გაუმართაობა იყო და უწყლოდ დარჩენილი მოსავალი პირდაპირ აისახებოდა ხოლმე ადგილობრივების შემოსავალზე. სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, გონდურას მოსახლეობამ სოფლის კრებაზე, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია შეარჩია. პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ მოსახლეობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი გადაიჭრება” – განაცხადა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა.