21 ივლისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ტრადიციული დღესასწაული – ,,ტერიანული პოეზიის დღე ‘’, უკვე 58-ედ საზეიმოდ აღინიშნა. სადღესასწაულო დღე სოფელ განძის წმიდა კარაპეტის ეკლესიაში წირვა-ლოცვით დაიწყო. შემდეგ კი სტუმრებმა პოეტის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. ვაჰან ტერიან პოეტის მშობლიური სახლის ნახვის, მისი ბიოგრაფიისა და შემოქმედების გაცნობის შემდეგ, დამსწრეებმა სოფლის მახლობლად მთის ძირში მოწყობილ საველე ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს.
,,ტერიანული პოეზიის დღის ‘’ აღნიშვნას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი, სამცხე- ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები.
პოეტის სამშობლოში ამ ტრადიციულ დღესასწაულში, როგორც ყოველთვის, საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირის დელეგაციები, კულტურის მოღვაწეები, ცნობილი ინტელექტუალები, სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.
„ტერიანი ჩვენი ლიტერატურის ერთ-ერთი დიდი პოეტია, ლირიკოსი, მთარგმნელი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. დღევანდელ ზეიმში უამრავი სტუმრის მონაწილეობა ადასტურებს, რომ ვაჰან ტერიანისადმი სიყვარული, მისი პოეზიისადმი ინტერესი მუდმივია სივრცეში და დროში, და წმინდად ქცეულ ამ ადგილას, უეჭველად, მისი თაყვანისმცემლების ახალი თაობა მოჰყვება ერთმანეთს“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა.
ტერიანული პოეზიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ არა მხოლოდ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ინტელექტუალები, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები,ინდივიდუალური შემსრულებლები, არამედ სომხეთისა და საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული სტუმრები.
ტერიანული პოეზიის სუნთქვით სავსე სადღესასწაულო ღონისძიება ისევ და ისევ საუბრობს დიდი სომეხი პოეტის – ვაჰან ტერიანის პოეზიისადმი ხალხის სიყვარულის, პატივისა და პატივისცემის შესახებ.



































