ევროპული თავგადასავალი გრძელდება!
გილოცავთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია.
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებითა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის პირდაპირი ჩვენება ქალაქ ნინოწმინდის კულტურის სახლში გაიმართა.
თამაში საქართველო-პორტუგალიას შორს შედგა. საბოლოო შედეგი საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ადგილობრივ გულშემატკივრებთან ერთად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერის მოადგილეები ალექსანდრე მიქელაძე და არმენ ბდოიანი, მერიისა და საკრებულოს სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.