ქალაქ ნინოწმინდის სასპორტო სკოლის საუკეთესო და წარმატებულ სპორტსმენებს ფულადი ჯილდო და თასები გადასცეს
მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 24 ნოემბერს ნინოწმინდის სასპორტო სკოლის დირექტორმა ვანიკ ბდოიანმა წლის განმავლობაში საუკეთესო და წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის მხარდაჭერით საუკეთესო სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა ფულადი ჯილდოები მიიღეს, ესენია:
• თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის პრიზიორი არშაკ ლულუკიანი;
• მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს სასპორტო ოლიმპიადის გამარჯვებული 4 წარმატებული სპორტსმენი: დავით ანტანოსიანი, ნორაირ ანტანოსიანი, სარგის თუმასიანი, ჰამლეტ არაქელიანი;
• 3 საუკეთესო მწვრთნელი – რუბენ პოღოსიანი, აშოტ სოღოიანი და ედგარ მნოიანი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მისი მოადგილე არმენ ბდოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სპორტსმენები და მათი მშობლები.
„2023 წლის განმავლობაში, ბევრმა ნინოწმინდელმა სპორტსმენმა გვასახელა, ქვეყნის თუ მის ფარგლებს გარეთ, როგორც ინდივიდუალურ , ასევე გუნდურ შეჯიბრებაში. ვულოცავ თითოეულ მათგანს, მათ მწვრთნელებს და მშობლებს ამ წარმატებებს,“ – განაცხადა ნინოწმინდის მერმა ანივარდ მოსოიანმა.