სასოფლო დასახლებებში“ ფარგლებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს კონკურსს

სასოფლო დასახლებებში“ ფარგლებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს კონკურსს

???? კონკურსი სამცხე-ჯავახეთში ხორბლისა და ვაზის მესხური ჯიშების საცდელი სანერგე მეურნეობის მოწყობით დაინტერესებული პირებისთვის????????
გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სასოფლო დასახლებებში“ ფარგლებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს კონკურსს სამცხე-ჯავახეთში ვაზის მესხური ჯიშების საცდელი სანერგე მეურნეობის მოწყობის მიზნით ფერმერული მეურნეობის მიწის ნაკვეთისა და ხორბლის მესხური ჯიშების საცდელი სათესლე მეურნეობის მოწყობის მიზნით ფერმერული მეურნეობის მიწის ნაკვეთის შესარჩევად.
კონკურსში მონაწილეობისათვის დეტალური ინფორმაციის სანახავად და საჭირო დოკუმენტების ჩამოსატვირთად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:
1. განცხადება სამცხე-ჯავახეთში ვაზის მესხური ჯიშების საცდელი სანერგე მეურნეობის მოწყობის მიზნით ფერმერული მეურნეობის მიწის ნაკვეთის შესარჩევად: https://rec-caucasus.org/…/competition-for-the…/
2. განცხადება სამცხე-ჯავახეთში ხორბლის მესხური ჯიშების საცდელი სათესლე მეურნეობის მოწყობის მიზნით ფერმერული მეურნეობის მიწის ნაკვეთის შესარჩევად: https://rec-caucasus.org/…/competition-for-the…/
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ განცხადებაზე დართულ დოკუმენტებს და მოგვაწოდოთ სრულად შევსებული განაცხადის ფორმა შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
მარიკა კაპანაძე, REC Caucasus
marika.kapanadze@rec-caucasus.org
ასლით:
ნინო როსტომაშვილი, REC Caucasus
nino.rostomashvili@rec-caucasus.org
საკონკურსო განაცხადი უნდა იყოს ხელმოწერილი და ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი PDF-ფორმატში. ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს კონკურსის ნომერი: 052/RECC/GEF/AGROBIO-2301-a1, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება შემოთავაზების იდენტიფიცირება.
კონკურსში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 20 დეკემბერი.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights