ძვირფასო თანამემამულენო! გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 2024 წელს სრულდება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 106 წელი და საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენის 33 წელი. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ,პირველ სხდომაზე, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. ქართველი ხალხის საუკუნოვანი ოცნება – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა,26 მაისს ახდა და ქართული სახელმწიფოებრიობის აღორძინების სიმბოლოდ იქცა. მიუხედავად მისი ხანმოკლე არსებობისა (1918-1921 წწ.), საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უდიდესი გავლენა მოახდინა ქართული სახელმწიფოებრიობის გრძელვადიან განვითარებაზე. 1921 წელს სსრკ-ს შემადგენლობაში შეიქმნა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. საქართველომ ხელახლა გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1991 წელს, როდესაც სსრკ დატოვა. 1991 წლის დამოუკიდებლობისა და გამარჯვების საფუძველი იყო ის წინაპირობა, რომელიც პირველი რესპუბლიკის წლებში ჩამოყალიბდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ კიდევ ერთხელ ეტაპობრივად საფუძველი ჩაეყარა ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესს . ძლიერმა სულმა და მიზანდასახულობამ სახელმწიფოს და მის საზოგადოებას საშუალება მისცა გადალახულიყო უზარმაზარი დაბრკოლებები: გაეძლიერებინა და განემტკიცებინა ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას, ვუსურვებ მშვიდობას და რწმენას ქართველი ხალხის მომავლისა და ქართული სახელმწიფოებრიობის ნათელი ხვალინდელი დღის მიმართ!