ძვირფასო მე-12 კლასელებო, გილოცავთ ბოლო ზარს!
ცხოვრების ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპის დაწყებას, რომელმაც უნდა მოგცეთ საშუალება მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები – უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებითა თუ სასურველი და საოცნებო პროფესიის დაუფლებით. დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა თქვენს ცხოვრებაში, ვინაიდან ბოლოჯერ დაირეკა თქვენთვის სკოლის ზარი. ყველას გისურვებთ დიდ წარმატებებს, ბედნიერ და საინტერესო ცხოვრებას!