საკონსულტაციო შეხვედრები გორელოვკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში – სამება, ჟდანოვი, იფრემოვკა, გორელოვკა, ორლოვკა და სპასოვკა –

საკონსულტაციო შეხვედრები გორელოვკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში – სამება, ჟდანოვი, იფრემოვკა, გორელოვკა, ორლოვკა და სპასოვკა –

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების – სამება, ჟდანოვი, იფრემოვკა, გორელოვკა, ორლოვკა და სპასოვკა – ადგილობრივმა მოსახლეობამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხმათა უმრავლესობით შემდეგი პრიორიტეტები შეარჩია:
– სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია
– პირუტყვის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია
– სპორტული მოედნის მოწყობა
– მინი სპორტული მოედნის მოწყობა /მე-3 ეტაპი/
– სანიაღვრე არხების მშენებლობა
– პირუტყვის თავშეყრის ადგილის შემოღობვა
სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები იმართება, რათა მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით შეძლონ სოფლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების გამოვლენა და გადაჭრა.
შეხვედრას მერი ანივარდ მოსოიანთან ერთად, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე, მუნიციპალიტეტის სამსახურების ხელმძღვანელები, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Все реакции:

Diana Garslyan

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights