ნინოწმინდაში, 31 დეკემბერს, 19:00 საათიდან, მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისთვის, სტუმრებისთვის მთავარი ნაძვის ხის ირგვლივ სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართება თოვლის ბაბუისა და ფიფქიას მონაწილეობით, მუსიკალური წარმოდგენებით, სადღესასწაულო ფეიერვერკით.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები ესწრებიან.