ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თარიღს მუდამ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და აქტივობებს უძღვნის.
ამჯერად,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. ყაურმის მოსწავლეებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარეს.
ბავშვებმა დედაენის თემაზე ლექსები და სიმღერები წარადგინეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის თანამშრომლებმა, ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლეს საჩუქრები გადასცეს.








