ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლების 47 წარჩინებული მოსწავლე ლპტოპებით დაჯილდოვდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლების 47 წარჩინებული მოსწავლე ლპტოპებით დაჯილდოვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლების 47 წარჩინებული მოსწავლე ლპტოპებით დაჯილდოვდა.
მოსწავლეებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური, გადაეცათ ლეპტოპები.
ლეპტოპების გადაცემის ცერემონიას საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერი ანივარდ მოსოიანი, ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
„ვულოცავთ ყველა მოსწავლეს, ვინც დღეს მიიღო ლეპტოპები და დაამტკიცა, რომ ყველაფრის დაძლევა შეუძლია.ეს მაგალითი იყოს ყველა მოსწავლესთვის,ასევე გაზრდის მათ მოტივაციას,სურვილს და უფრო მეტს მიაღწიონ “,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ – ვაან აროიანმა წარჩინებულებს მილოცვაში.
სკოლის მოსწავლეების ლეპტოპებით დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად ტარდება. პროექტის მიზანია არა მხოლოდ მოსწავლეების წახალისება, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობების გაუმჯობესება.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights