ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სოფელ ორლოვკაში სასაფლაოს შემოღობვა, სოფელ განძაში ხიდის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო სოფელ ჯიგრაშენსა და ხორენიაში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არმენ ბდოიანმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
,,ნინოწმინდაში ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე პროექტები მოსახლეობამ თავად შეარჩია სოფლის კრებებზე.
ჩვენთვის პრიორიტეტულია, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინება”, – განაცხადა არმენ ბდოიანმა.
                       
გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights