ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო, სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი განათლების ხელმძღვანელებო, გილოცავთ ახალი 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას!
გისურვებთ, რომ ეს სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული.
განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს პირველკლასელებს, იმ პატარა მოსწავლეებს, რომლებსაც ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია სრულფასოვანი განათლება მიიღოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა მოსწავლემ.
ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა ხელმისაწვდომი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა.
სწორედ ამ მიზნით სახელმწიფო ახორციელებს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ინვენტარით აღჭურვის პროგრამას.
მინდა, რომ სკოლის კედლებში გატარებული ყოველი დღე ყოფილიყოს თქვენთვის სიხარულისა და ბედნიერების მომნიჭებელი.
პატივისცემით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი