ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს სხდომა გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს სხდომა გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის ანივარდ მოსოიანის ხელმძღვანელობით პროგრამის “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში შემოსული განცხადებების განხილვის მიზნით სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს სხდომა გაიმართა.
სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხით მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტები დაფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ წელს ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობის მიერ სამი პროექტია წარმოდგენილი:
• ,,საცურაო აუზის მოწყობა’’- ავტორი ზაკარ ფუთულიან
• ,,ტრენაჟორის მოწყობა’’-ავტორი ვიტალი ალთუნიან
• ,,დასასვენებელი ზონა’’-ავტორი ოგანეს მზიკიან
მათგან ერთ-ერთს ადგილობრივი მოსახლეობა სექტემბერის თვეში შეარჩევს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის ანივარდ მოსოიანის თქმით, სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების მთავარი მიზანია, მოსახლეობის ჩართვა როგორც ქალაქის, ასევე მუნიციპალიტეტის მართვის პროცესში, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავად გადაწყვიტონ, როგორ გამოიყენონ და გაანაწილონ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights