ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოჯაბეკისადმი მიძღვნილი ღონისძიება ღია ცის ქვეშ მოეწყო. სოფლის დღესთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაზე, როგორც ადგილობრივი, ისე სომხეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსმა ლევონ ვარდანიანმა.
,,იყო ხოჯაბეკელი, ისევე როგორც სხვა ქალაქის ან სოფლის მცხოვრები, პირველ რიგში, ნიშნავს იყო ჰუმანური, გიყვარდეს სხვა და გესმოდეს შენი როლი, საერთო, უკეთესი ყოფის შექმნაში’’-თქვა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა. ადგილობრივებთან ერთად, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სუმბატ კიურეღიანი და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროინი.








