ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

✅ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
???? საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ნინოწმინდისა და სოფლების – დიდი ხანჩალის, კათნატუსა და ოროჯოლარის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
????სამუშაო პროცესს ადგილზე სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ.
????მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სათავე ნაგებობებს, აშენდება ქ. ნინოწმინდის მაგისტრალური მილი, საქლორატოროები და ორი რეზერვუარი, ასევე, სოფელი კათნატუს, დიდი ხანჩალის, სოფელ ოროჯოლარისა და ქ. ნინოწმინდის წყალგამანაწილებელი ქსელი და უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრასტრუქტურა. პროექტის დასრულება 2025 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
????სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ 7400-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარი მოხმარდება.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights