ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში სოფლის დღე აღნიშნეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში სოფლის დღე აღნიშნეს

10 ივლისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში სოფლის დღე აღნიშნეს : პარალელურად კი სოფლის პარკის – „მშო პარკის“ გახსნის ცერემონია გაიმართა.
სადღესასწაულო ღონისძიებაში სოფლის საზოგადოებასთან და უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრები სუმბატ კიურეღიანი და სამველ მანუკიანი, სამცხე- ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ.
დღესასწაული სოფლის “წმინდა ღვთისმშობლის” კათოლიკურ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიით დაიწყო. სადღესასწაულო პროგრამა ცნობილი მომღერლების თანდასწრებით – სიმღერითა და ცეკვით გაგრძელდა. ზეიმი სოფლის „Do Good“ ფონდის წყალობით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ფონდი სოფელში შეიქმნა – სოფლის მოსახლეობის საერთო მონაწილეობით. ფონდის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს გაგიკ ბეზოიანმა, გარიკ ზობიანმა, ჰოვჰანნეს სოხოიანმა, თუმას ვარდანიანმა, არმენ სანამიანმა, სტეფან ტეფიკიანმა. წლების განმავლობაში სოფელში ზემოაღნიშნული ფონდის მეშვეობით სხვადასხვა პროექტი განხორციელდა: განახლდა ეკლესია, მოეწყო პარკი და სათამაშო მოედანი. „მადლობას ვუცხადებთ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა არა მხოლოდ დღესასწაულის ორგანიზებაში, არამედ იმ მნიშვნელოვანი ფონდის შექმნაში, რომლის მეშვეობითაც სოფლის მრავალი პირველადი საკითხი წყდება“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანმა. სოფლის მცხოვრებლების თქმით, დღესასწაული უწყვეტი იქნება და ყოველწლიურად 10 ივლისს აღინიშნება.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights