დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი , ეკონომიკის სამსახურის უფროსი საიათ მკოიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განსახილველი იყო ერთი საკითხი:
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ.
დღის წესრიგის საკითხი ერთხმად დამტკიცდა.




